ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოთხშაბათს ეკვადორის მთავრობამ განაცხადა, რომ შვედ გამომძიებლებს “ვიკილიქსის” დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის დაკითხვის უფლებას ლონდონში მდებარე თავისი საელჩოს შენობაში მისცემს. დაკითხვის პირობებზე შეთანხმების მიღწევას მხარეები თითქმის 4 წელია ცდილობენ.

განცხადებაში დაკითხვის ზუსტი დრო განსაზღვრული არ არის, არამედ მითითებულია, რომ საუბარი “რამდენიმე კვირაში” შედგება. 2012 წელს გაუპატიურების ბრალდების წაყენების შემდეგ, ასანჟმა ეკვადორისგან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და მას შემდეგ ლონდონში, ეკვადორის საელჩოს შენობაში ცხოვრობს.

ასანჟი 2010 წელს მომხდარ გაუპატიურებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს და ვარაუდობს, რომ დაპატიმრების შემთხვევაში შვედეთის მთავრობა მას შეერთებულ შტატებს გადასცემს. ეს უკანასკნელი კი “ვიკილიქსის” დამფუძნებელს საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების გამო შპიონაჟის ბრალდებით გაასამართლებს.

XS
SM
MD
LG