ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირობა დადო, რომ დღეს, ადგილობრივი დროით დილის 10 საათიდან, სირიის ქალაქ ალეპოში სამი საათით ცეცხლს შეწყვეტდნენ, რათა ქალაქისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების უზრუნველყოფა მომხდარიყო. თუმცა, სააგენტო “როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალეპოში ბრძოლები ამ ინტერვალშიც ერთ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

მუჰამედ რაშიდმა, ოპოზიციის ერთ-ერთი დაჯგუფების პრეს-სპიკერმა “როიტერთან” საუბარში თქვა, რომ ალეპოში დღეს ცეცხლი არ შემწყდარა. პირიქით, ამ ინტერვალში “რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ქმედების ესკალაცია” დაფიქსირდა და სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოში, რამუსას უბანში დაწინაურებაც კი სცადეს - თქვა მან. აღნიშნულ ინფორმაციას ალეპოდან სხვა თვითმხილველებიც ადასტურებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG