ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ქაბულში ორი უცხოელი გაიტაცეს. ფიქრობენ, რომ ერთი მათგანი შეერთებული შტატების, მეორე კი ავსტრალიის მოქალაქეა. მიაჩნიათ, რომ ორივე გატაცებული, ავღანეთში ამერიკული უნივერსიტეტის თანამშრომელია.

ადგილობრივი პოლიციის ოფიციალურმა პირმა ამერიკის ხმის ავღანურ სამსახურს, ანონიმურობის პირობით უთხრა, რომ კვირა ღამით, უცხოელები სახელმწიფო უშიშროების ფორმაში გადაცმულმა პირებმა გაიტაცეს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „ქაბულში შეერთებული შტატების მოქალაქის გატაცების შესახებ ცნობების არსებობის შესახებ იცის“, თუმცა არავითარი დამატებითი ინფორმაცია არ გააჟღერა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG