ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანით იერიში ბაღდადთან მდებარე საგუშაგოზე მიიტანა. დღეს ქალაქ ხალისში მომხდარ აფეთქებაში სულ ცოტა 11 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 35.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მსხვერპლის უმეტესი ნაწილი საკუთარ მანქანებში იჯდა და ქალაქში შესასვლელად თავის რიგს ელოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, მაგრამ რეგიონში მსგავს ინციდენტებს ძირითადად დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აწყობს.

XS
SM
MD
LG