ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს განცხადებით, ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობაში ოფიციალურად აღრიცხული მსხვერპლის რაოდენობა 5 ათასს აჭარბებს. მათ შორის 1 600-ზე მეტი ადამიანი წლის დასაწყისიდან, სულ რაღაც 6 თვის მანძილზე დაიღუპა.

UNAMA - გაეროს ავღანეთის დახმარების მისია ამბობს, რომ ბოლო ნახევარი წლის მონაცემი მათ მიერ აღრიცხვის დაწყებიდან უდანაშაულო მსხვერპლის ყველაზე დიდი რაოდენობაა. განცხადება ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დღეს ორგანიზაციის თავმჯდომარემ ტადამიჩი იომამოტომ გააკეთა. მისი თქმით, კონფლიქტის ვერცერთმა მონაწილემ ვერ შეასრულა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის შესახებ მიცემული დანაპირები.

XS
SM
MD
LG