ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ადამიანის უფლებებს ორივე მხარე არღვევს


Donetsk and Luhansk regions, Ukraine

Donetsk and Luhansk regions, Ukraine

აღმოსავლეთ უკრაინაში, როგორც უკრაინის მთავრობის იურისდიქციაში მყოფ, ასევე რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტთა მხარეს, ადგილი აქვს უკანონო დაჭერებს და წამების ფაქტებს - ნათქვამია “საერთაშორისო ამნისტიის” და “ჰიუმან რაითს ვოჩის” ერთობლივ ანგარიშში. უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიში დღეს გამოქვეყნდა.

საუბარია სულ ცოტა 18 დოკუმენტირებულ შემთხვევაზე, თუმცა უფლებადამცველებს ეჭვი აქვთ, რომ მსგავსი შემთხვევების რაოდენობა გაცილებით დიდია. “წამება და საიდუმლო დაპატიმრებები უკრაინისთვის უცხო პრაქტიკა არ არის” და ამ შემთხვევებზე “თვალის დახუჭვის გაგრძელება” არაფრით შეიძლება - ამბობს დენის კრივოშევი, ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების დირექტორის მოადგილე ორგანიზაციაში “საერთაშორისო ამნისტია”.

XS
SM
MD
LG