ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი სამთვიან საგანგებო მდგომარეობას შემოიღებს


თურქეთის პარლამენტის შენობა
თურქეთის პარლამენტის შენობა

თურქი კანონმდებლები დღეს საგანგებო მდგომარეობის 3 თვის ვადით შემოღების ინიციატივას დაამტკიცებენ. ჩავარდნილი სამხედრო გადატრიალების ფონზე პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის ინიციატივა მას ოპონენტთა დევნის კიდევ უფრო მეტ საკანონმდებლო ბერკეტს მისცემს.

ამ ეტაპზე დაკავებულთა რაოდენობა 9 ათასს აღემატება. 50 ათასამდე ადამიანს, მათ შორის მოსამართლეებს, პროფესურას და სხვა საჯარო პირებს უფლებამოსილებები შეჩერებული აქვთ.

თითქმის მთელი დღის მანძილზე მიმდინარე შეხვედრების და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხანგრძლივი თათბირის შემდეგ, განცხადება ამ ინიციატივის თაობაზე პრეზიდენტმა გუშინ საღამოს პირდაპირ ეთერში თავად გააკეთა. ერდოღანის თქმით, სამთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება თურქეთის მთავრობას “დემოკრატიის და კანონის უზენაესობის აღდგენისკენ ყველაზე ეფექტური ნაბიჯების გადადგმაში” დაეხმარება.

XS
SM
MD
LG