ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების დახმარებით მებრძოლმა სირიელმა მეომრებმა დღეს ისლამისტ ჯიჰადისტებს მანჯიბის ევაკუაციისთვის 48-საათიანი ვადა მისცეს. სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი თითქმის ერთი თვეა ალყაშია მოქცეული, რომელიც უფრო და უფრო მჭიდროვდება.

ულტიმატუმის მიხედვით, დაჯგუფების მებრძოლებს უფლება ეძლევათ ქალაქიდან წინააღმდეგობის გარეშე მხოლოდ მსუბუქი იარაღი გაიტანონ. განცხადებას ამის შესახებ მანჯიბის სამხედრო საბჭო აკეთებს, რომელიც სირიის დემოკრატიული ძალების ალიანსის (SDF) დაქვემდებარებაში იმყოფება.

უფლებადამცველების ცნობით, სამშაბათს მანჯბზე განხორციელებული საჰაერო რეიდების გამო 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც არიან.

XS
SM
MD
LG