ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მატარებლის ინციდენტის ორგანიზატორს ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" დროშა აღმოაჩნდა


ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოაჰიმ ჰერმანმა თქვა, რომ პოლიციამ იმ მოზარდის ნივთებში, რომელმაც ორშაბათს, მატარებელში, ნაჯახით და დანით ადამიანები დაჭრა, ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს ხელით დახატული დროშა აღმოაჩინა.

ამ დროშის აღმოჩენიდან ცოტა ხნის შემდეგ, ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფო“-მ, ახალი ამბების საკუთარი სააგენტოს მეშვეობით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

თვითმხილველებმა თქვეს, რომ თავდასხმის დროს, 17 წლის ავღანელი ლტოლვილი „ალაჰუ აქბარ“-ს ყვიროდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG