ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალმა-ატაში დღეს პოლიციაზე რამდენიმე თითქმის ერთდროული თავდასხმა განხორციელდა. ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ერთ-ერთი მოიერიშე სროლის დროს მოკლეს, მეორე კი დააკავეს. დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის უდიდესი ქალაქის, მისი ფინანსური დედაქალაქის სამართალდამცავებზე 3 თავდასხმა მოხდა.

თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით, დაღუპულია სულ ცოტა ორი პოლიციელი. სახელმწიფო მედიაში ამ დროისთვის გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ინციდენტში 7 პოლიციელი დაიჭრა. მედია დამნაშავეთა ვინაობაზე და სავარაუდო მოტივზე ჯერჯერობით არაფერს ამბობს.

XS
SM
MD
LG