ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანი, რომელმაც კვირას დილით ამერიკელი პოლიციის ოფიცრები მოკლა, ყოფილი საზღვაო ქვეითი აღმოჩნდა. ლუიზიანის შტატის დედაქალაქ ბატონ-რუჟში მომხდარი სროლების დროს 3 პოლიციელი დაიღუპა და 3 დაიჭრა. ქალაქში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც თვის დასაწყისში პოლიციელმა შავკანიანი მამაკაცი მოკლა.

საზღვაო ქვეითი მისურის შტატის ქალაქ კანზას-სიტის მკვიდრი 29 წლის გევინ ლონგია. ის პოლიციასთან სროლების დროს დაიღუპა. ლონგი ფლოტში 2005-2010 წლებში მსახურობდა, სერჟანტის რანგამდე დაწინაურდა და 2008-2009 წლებში ერაყშიც იმყოფებოდა. მისი „ტვიტერის“ ანგარიშის შესწავლამ ცხადყო, რომ აფრო-ამერიკელების შევიწროების პასუხად, ლონგი ძალადობას გამართლებულად მიიჩნევდა.

XS
SM
MD
LG