ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ერევანში შეიარაღებული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი ერებუნის პოლიციის შენობაში შეიჭრა. ამ ეტაპზე თავდამსხმელებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის თანამშრომლები მძევლად არიან აყვანილი. არის მსხვერპლიც და არიან დაშავებულები. თავდამსხმელები ოპოზიციონერი ჟირაირა სეფილიანას გათავისუფლებას და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. სეფილიანი გასულ თვეში შეიარაღებული გადატრიალებისთვის გზების ძიების ბრალდებით დააკავეს.

სომხეთის უშიშროების სამსახური არ ადასტურებს ერევანში შეიარაღებული ამბოხის დაწყების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. სახელმწიფო უწყებები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

XS
SM
MD
LG