ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრ სახლში პოლიციასთან გაჩენილ ნაპრალზე იმსჯელეს


ოთხშაბათს თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა თითქმის ოთხი საათი გრძელდებოდა. შეერთებული შტატების ლიდერი პოლიციის მეთაურებს და შავკანიანთა ჯგუფების ავტორიტეტულ ლიდერებს შეხვდა. პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ამერიკა ჯერჯერობით ძალიან შორსაა იმ ჭრილობის მოშუშებისგან, რომელიც ორ მხარეს შორის ათწლეულობით არსებული უნდობლობის შედეგად გაჩნდა. “ჯერ ახლოსაც არ ვართ და ბევრი გვიკლია იქ მისვლამდე, სადაც გვინდა რომ ვიყოთ“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

პრეზიდენტთან გამართულ მსჯელობაში მონაწილეობას იღებდნენ შეერთებული შტატების იუსტიციის მდივანი ლორეტა ლინჩი, ლუიზიანის გუბერნატორი ბელ ედვარდსი, ლოს-ანჯელესის მერი ერიკ გარსეტი, ამერიკის წამყვანი ქალაქების პოლიციის მეთაურები, შავკანიანთა საზოგადოებების აქტივისტები, სასულიერო ლიდერები და ბევრი სხვა ოფიციალური, თუ არაოფიციალური წრის წარმომადგენელი. ობამას თქმით, მისი სურვილი იყო განსხვავებული შეხედულებების ადამიანებისთვის ერთმანეთის მოსმენის საშუალება მიეცა.

XS
SM
MD
LG