ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრიის სასამართლომ ოთხშაბათს სერბეთში დაბადებულ მუსლიმ სასულიერო პირს, ჯიჰადის აგიტატორ იბუ თიჯმას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დამნაშავედ სცნეს ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოში“ ახალგაზრდების გადაბირების საქმეში.

პროკურორის განცხადებით, 34 წლის თიჯმა ევროპის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაციის იდეების აქტიური პროპაგანდის საქმეში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. მან სირიაში მოქმედი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად ათეულობით ახალგაზრდის გადაბირება შეძლო. იბუ თიჯმას სახელით ცნობილი აგიტატორი ავსტრიაში 2014 წელს ჯიჰადისტების ქსელებზე რეიდის ჩატარების დროს დააკავეს. მასთან ერთად გასამართლდა ვინმე თ. მუჩარბეკი, რომელსაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

XS
SM
MD
LG