ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში აფეთქებაში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა


ერაყის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, კვირას ბაღდადში მომხდარ აფეთქებაში დაღუპულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს. თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

დაჯგუფების განცხადებით, მათი სამიზნე სავაჭრო ცენტრში თავმოყრილი შიიტები იყვნენ. ეს წელს ერაყის დედაქალაქში მომხდარი ყველაზე მსხვერპლიანი და ბოლო ათწლეულის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე უარესი აფეთქებაა. თავდასხმის შედეგად 192 ადამიანი დაშავდა. მათი რაოდენობა ჯერ კიდევ იზრდება.

XS
SM
MD
LG