ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ შეერთებული შტატების საკონსულოზე თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქ ჯედაში მდებარე საკონსულოს მახლობლად თავი აიფეთქა.

დაცვის თანამშრომლებმა ის თავიდანვე შენიშნეს, საეჭვოდ მიიჩნიეს და მისკენ გაემართნენ. მიახლოების მომენტში თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. ის ადგილზე გარდაიცვალა, დაცვის ორი თანამშრომელი კი მსუბუქი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საკონსულოს თანამშრომლებს შორის არავინ დაშავებულა.

XS
SM
MD
LG