ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთოს 25-ე სესიაზე მხარი საქართველოს გეგმას დაუჭირეს


დღეს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ფარგლებში გაიმართა პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხების გენერალური კომიტეტის სხდომა. შეხვედრაზე საქართველომ წარმოადგინა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით „კონფლიქტი საქართველოში“, რომლის მიხედვითაც, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კომიტეტის ყველა მონაწილემ, რუსეთის დელეგაციის გარდა, საქართველოს მიერ წარდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა.

რეზოლუციის პროექტი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ძალისხმევის გაძლიერების და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ერთადერთ ფორმატად გამოყენების აუცილებლობას აღიარებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფას და საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ ოკუპაციის და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას ისევ აგრძელებს.

XS
SM
MD
LG