ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის 240 წლის იუბილეს აღნიშნავენ. 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში, ამერიკის მაშინდელ დედაქალაქში, საეკლესიო ზარებით ქვეყანას კონგრესის მიერ ტომას ჯეფერსონის დამოუკიდებლობის დეკლარაციის სამუშაო ვარიანტის დამტკიცება ეუწყა.

შეერთებულ შტატებში ეს დღე ფედერალური დღესასწაულია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით კონცერტებით, აღლუმებით, ფოიერვერკებით და პიკნიკებით აღინიშნება. პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში ამერიკის შეიარაღებული ძალების პერსონალის ოჯახებს მასპინძლობს. შემდეგ მათ საპატივცემულოდ მოწყობილ კონცერტს დაესწრება და მოგვიანებით ყველა ერთად ეროვნულ მოლზე გამართულ ფოიერვერკებს უყურებს.

XS
SM
MD
LG