ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრანსგენდერებს ამერიკის ჯარში მსახურების უფლება ეძლევათ


შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა ტრანსგენდერ მამაკაცებს და ქალებს ჯარში ღიად მსახურების ნება დართო. „ჩვენ გზა ამერიკის მოსახლეობის 100 პროცენტს უნდა გავუხსნათ“ - განაცხადა ხუთშაბათს ჟურნალისტებთან თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა. ეს იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ბარიერი, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს სამხედრო სამსახურის გზაზე ეღობებოდათ.

გადაწყვეტილება ძალაში გამოცხადებისთანავე შედის და შესაბამისად სამხედრო მეთაურებს ტრანგენდერების დათხოვნის საშუალება მხოლოდ მათი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით აღარ მიეცემათ. ეშტონ კარტერის განცხადებით ამ ეტაპზე ამერიკის სამხედრო მოსამსახურეთა შორის დაახლოებით 2 500 ტრანსგენდერია.

XS
SM
MD
LG