ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიების ფედერალური ბიურო ჰილარი კლინტონის ელექტრონული მიმოწერის შესახებ გამოძიებას მალე დაასრულებს. იურისპრუდენციის სპეციალისტები ამბობენ, რომ ისინი დემოკრატთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ საქმის აღძვრას არ მოელიან.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ლორეტა ლინჩმა განაცხადა, რომ ის გაითვალისწინებს იუსტიციის დეპარტამენტის რეკომენდაციებს, რომლის თანამშრომლებიც კლინტონის საქმის გამოძიებით არიან დაკავებული. სახელმწიფო მდივნად მუშაობის პერიოდში ჰილარი კლინტონი პირადი მიმოწერის სერვერს სამსახურეობრივი საქმიანობისთვის და საქმიანი მიმოწერისთვის იყენებდა.

XS
SM
MD
LG