ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა


მოლაპარაკება, რომელიც ავღანეთში შეერთებული შტატების წინამძღოლობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის დარჩენის თემაზე მიმდინარეობდა, უშედეგოდ დასრულდა. განცხადებას ავღანეთის ამბოხებულთა დაჯგუფებიდან გულბუდინ ჰეკმატიარი ავრცელებს, რომელიც მოლაპარაკებას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან აწარმოებდა.

დაჯგუფება ქაბულს ტექსტში ცალმხრივი ცვლილებების შეტანის გამო აკრიტიკებს, რომლის შესახებ შეთანხმებას რამდენიმე კვირის მანძილზე გაჭიანურებული ინტენსიური დიალოგის შედეგად მიაღწიეს.

XS
SM
MD
LG