ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონვენციებისთვის უსაფრთხოების ზომები მკაცრდება


ოჰაიოს შტატის ქალაქი კლივლენდი და პენსილვანიის ქალაქი ფილადელფია რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ყრილობებისთვის ემზადება. ორივე ქალაქში მაქსიმალურად გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები. ე.წ. კონვენციებზე საბოლოოდ გაირკვევა შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატთა ვინაობა.

კლივლენდმა აკრძალა საპროტესტო აქციები ღონისძიების ადგილიდან დაახლოებით 5.6 კილომეტრის რადიუსში. ლიმიტირებულია მსვლელობების დროც და ის მხოლოდ 50 წუთით განისაზღვრა. რესპუბლიკელების კონვენციისგან განსხვავებით, ფილადელფიაში ბერნი სანდერსის მხარდამჭერებისთვის მიტინგების გამართვა ქუჩის მეორე მხარეს მდებარე პარკში ნებადართულია.

კლივლენდში 18-21 ივლისს 50 ათასამდე სტუმარს ელოდებიან, მათ შორის დაახლოებით 6 ათასი დემონსტრანტი იქნება. რესპუბლიკელების კონვენცია პრეზიდენტობის ნომინანტად სავარაუდოდ მილიარდერ უძრავი ქონების მაგნატს დონალდ ტრამპს დაასახელებს. ერთი კვირის შემდეგ ათეულობით ათასი ადამიანი 30 ათასი დელეგატის და 15 ათასი ჟურნალისტის ჩათვლით ამერიკის ყოფილ დედაქალაქ ფილადელფიაში შეიკრიბება. დემოკრატთა კონვენცია საპრეზიდენტო ნომინაციას მეტი ალბათობით პრაიმერების გამარჯვებულს ჰილარი კლინტონს გადასცემს.

XS
SM
MD
LG