ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში კრიზისი ღრმავდება


ევროპის კავშირის დატოვების თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ ბრიტანეთში ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი თანდათან ღრმავდება. ბრიტანული ფუნტის გაუფასურება დღესაც გაგრძელდა. ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა.

დღეს დილით ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ქვეყნის ეკონომიკა ფუნდამენტურად ძლიერია და ის „ბიზნესებისთვის ღიაა“. ჯონ კერი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს ლიდერების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაა.

ექსპერტების აზრით, პროცესების უკან დაბრუნება და ბრიტანეთის ევროპის კავშირში დარჩენა ტექნიკურად შესაძლებელია. მაგრამ ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ მეორე რეფერენდუმის ჩატარების ალბათობა თითქმის არ არსებობს.

XS
SM
MD
LG