ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიის დაბომბვას აგრძელებს


რუსეთის, სირიის და ირანის თავდაცვის მინისტრები. 9 ივნისი, 2016 წ.

რუსეთის, სირიის და ირანის თავდაცვის მინისტრები. 9 ივნისი, 2016 წ.

რუსული თვითმფრინავებიდან ხუთშაბათს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედი ამბოხებულების საჯარისო ფორმირებები დაბომბეს. მათ შორის დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” მებრძოლი ნაწილებიც იყო, რომელთაც მხარს შეერთებული შტატები უჭერს.

განცხადებას მომხდარის შესახებ ამერიკის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აკეთებს, რომელსაც ვინაობის პრესაში გამხელა არ სურს. “ჩვენ რუსეთისგან მომხდართან დაკავშირებით განმარტებას მოვითხოვთ და ასევე გარანტიებს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება” - თქვა მან.

ხუთშაბათს მომხდარი ფაქტი კიდევ ერთი გამოცდაა შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობებისთვის. ოთხშაბათს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთს საერთაშორისო სამშვიდობო შეთანხმების პირობების დაცვა მოსთხოვა და გააფრთხილა მოსკოვი, რომ ვაშინგტონის მოთმინება “უსაზღვრო არ არის”.

XS
SM
MD
LG