ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიპლომატები ობამას სირიასთან პოლიტიკას აკრიტიკებენ


სახელმწიფო დეპარტამენტი პრეზიდენტ ობამას მიმართ კრიტიკის შემცველი შიდა დიპლომატიური არხებით გავრცელებული წერილის ავთენტურობას ადასტურებს. მას 50 ოფიციალური პირი აწერს ხელს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ჯონ კირბი წერილის არსებობას ადასტურებს, თუმცა მისი შინაარსის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით წერილი ობამას ადმინისტრაციას იმ ნაბიჯებისთვის აკრიტიკებს, რომელიც სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დასარეგულირებლად გადაიდგა და თეთრ სახლს სირიის მთავრობის წინააღმდეგ მიზნობრივი საჰაერო იერიშების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG