ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელი პარლამენტარის მკვლელობის მოტივი


გამომძიებლები ჯო კოქსის, 41 წლის ევროპის კავშირის მხარდამჭერი პარლამენტარის მკვლელობის მოტივად ულტრა-მემარჯვენე განწყობებს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. იორკშირში ხუთშაბათს საღამოს მომხდარ მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი 52 წლის ტომას მეირია.

პარლამენტარი ჯო კოქსი
პარლამენტარი ჯო კოქსი

თვითმხილველების მონაყოლის მიხედვით, მან ორი შვილის დედას რამოდენიმეჯერ ესროლა. თავდასხმის დროს ის ყვიროდა: “ბრიტანეთი უპირველეს ყოვლისა”! შემდეგ კი დაჭრილი და დასისხლიანებული ქალი თმებით ათრია.

ულტრა-მემარჯვენე პარტია “ბრიტანეთი უპირველეს ყოვლისა” საკმაოდ მცირე ზომის პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც დიდი ხანია ევროპის კავშირის დატოვების მოწოდებებით გამოდის. პარტიის ხელმძღვანელობა მომხდარ ფაქტს გმობს და აცხადებს, რომ ის ევროკავშირის მხარდამჭერ კანონმდებელზე თავდასხმაში არ მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG