ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უარი ევროპის კავშირის დახმარებაზე


ბავშვებს მკლავებზე სახელი და ტელეფონის ნომერი დააწერეთ - ურჩევს დევნილებს ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე".

ბავშვებს მკლავებზე სახელი და ტელეფონის ნომერი დააწერეთ - ურჩევს დევნილებს ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე".

სამედიცინო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს გარეშე” ევროპის კავშირის ფინანსურ დახმარებაზე პროტესტის ნიშნად უარს ამბობს. ორგანიზაცია დღეს გაკეთებულ განცხადებაში ამბობს, რომ მათი პროტესტი ევროკავშირის მიერ თურქეთთან მიღწეულმა შეთანხმებამ გამოიწვია, რომელიც ევროპის კავშირში დევნილების მიღების მკაცრ ლიმიტებს აწესებს.

შეთანხმება თვითონ დევნილობის კონცეფციას და მისგან გამომდინარე დაცულობასაც საფრთხის ქვეშ აყენებს - აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ჯერომ ობერიტი. მისი თქმით, ევროპის კავშირის და თურქეთის შეთანხმებით განხორციელებულ პოლიტიკას ჰუმანიტარულ გაგებასთან საერთო არაფერი აქვს და მისი ნორმად ქცევა დაუშვებელია.

ორგანიზაციამ “ექიმები საზღვრებს გარეშე” ევროკავშირისგან 2015 წელს 52 მილიონი დოლარი მიიღო, რაც მისი ბიუჯეტის დაახლოებით 8 პროცენტს შეადგენს. ჰუმანიტარული ორგანიზაცია ძირითადად კერძო შემოწირულობებით არსებობს.

XS
SM
MD
LG