ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში ჩავიდა. თეთრი სახლის განცხადებით, ის მასობრივი მკვლელობის დროს დაღუპულთა ოჯახებისთვის სამძიმრის გამოხატვას პირადად აპირებს.

კვირას გეი-კლუბში მომხდარ სროლებში 49 ადამიანი დაიღუპა და 53 დაიჭრა. „პრეზიდენტს ესმის, რომ ის ქვეყნის სიმბოლოს წარმოადგენს“ - თქვა ჯოშ ერნესტმა, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა. შესაბამისად, მისი სამძიმარი და თანაგრძნობა ამერიკელი ხალხის სახელით გამოცხადებული მხარდაჭერაა - დასძინა მან. პრეზიდენტს ორლანდოში თან ახლავს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კონგრესის დემოკრატი წევრი კორინ ბრაუნი და ფლორიდის შტატის რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო.

XS
SM
MD
LG