ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელი ქალი თავდასხმისას მოკლეს


ისრაელის არმიის ოფიციალური განცხადებით, პალესტინელი ქალი გუშაგზე თავდასხმის მომენტში მოკლეს. ინციდენტი დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ საგუშაგოსთან მოხდა.

“რამდენიმე წუთის წინ, დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ანაბთას სოფლის მახლობლად მდებარე საგუშაგოზე ჯარისკაცის დაჭრა სცადა” - ნათქვამია განცხადებაში. “არმიის ძალებმა უშუალო საფრთხის პასუხად მოიერიშეს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ის დაიღუპა” - აცხადებს ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი.

ისრაელი ანალოგიურ შემთხვევებს, როგორც წესი, თავდაცვის აუცილებლობით ხსნის. მსგავს ინციდენტებში ოქტომბრის შემდეგ 206 პალესტინელი და 28 ისრაელელია მოკლული. ძალადობამ რეგიონში ბოლო კვირების განმავლობაში შედარებით იკლო. კვირის დასაწყისში 17 წლის პალესტინელი ბიჭი ჯარისკაცზე დანით თავდასხმის გამო დააკავეს.

XS
SM
MD
LG