ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალიში გაეროს 5 მშვიდობისმყოფელი მოკლეს


გაეროს მშვიდობისმყოფელთა მისიაში, რომელიც მალიშია დისლოცირებული, 5 წევრი დაიღუპა და ერთი დაშავდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა დაგმო მალის ცენტრალურ ნაწილში კვირას მომხდარი თავდასხმა. ბან კი-მუნმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და თქვა, რომ ტერორიზმი ქვეყნის მშვიდობის და უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს საშიშროებად რჩება.

ქალაქ სევარედან 30 კილომეტრის მანძილზე მოძრავ ავტოკოლონას ტოგოს ჯარისკაცები აცილებდნენ, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით მუშაობდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია.

XS
SM
MD
LG