ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორისტებით შთაგონებული იერიშების საფრთხე


შეერთებული შტატების ოფიციალური პირების თქმით, დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” აქვს იმის უნარი, რომ ძალადობის ფაქტები ტერორისტებთან უშუალო კონტაქტის გარეშე განახორციელოს. განცხადება ამის შესახებ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მდივნის მოადგილემ ალეხანდრო მაიორკასმა შეერთებული შტატების სენატში ხუთშაბათს გააკეთა.

“ჩვენ გლობალური ტერორისტული საშიშროების ახალ ფაზაზე ვიმყოფებით” - აღნიშნა მან, როცა “ტერორისტებით მართული იერიშებიდან ტერორისტებით შთაგონებულ შეტევებზე გადავედით. ისეთზე, რომელშიც მოიერიშეს შესაძლოა ტერორისტულ ორგანიზაციასთან პირისპირ კონტაქტი არასოდეს დაუმყარებია, მაგრამ სამაგიეროდ, დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” გზავნილების და პროპაგანდის ზემოქმედებით მოქმედებდა” - განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG