ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ისლამისტური მოტივები“ გერმანიაში მომხდარ მკვლელობაში


გერმანიაში რკინიგზის სადგურზე დანით მომხდარ თავდასხმაში ერთი მამაკაცი დაიღუპა და სამი ადამიანი დაიჭრა. ინციდენტი მიუნხენთან ახლოს, ქალაქ გრაფინგში დღეს გამთენიისას მოხდა. ამ ეტაპზე პოლიცია მხოლოდ ერთი მსხვერპლის ვინაობას ამხელს, 50 წლის მამაკაცის, რომელიც მიყენებული ჭრილობებით მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებულია. ეჭვმიტანილი 27 წლის გერმანიის მოქალაქეა, რომელსაც პროკურორების განცხადებით, „ისლამისტური მოტივები“ ამოძრავებდა. ადგილობრივი მედია თვითმხილველებს იმოწმებს, რომლებიც ამბობენ, რომ ინციდენტის ადგილიდან ისმოდა შეძახილები „ალაჰ აქბარ“, რაც არაბულად ნიშნავს ღმერთი დიადია.

XS
SM
MD
LG