ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილი ლიდერები ბრიტანელთა ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ


Britain EU
Britain EU

დიდი ბრიტანეთის მიერ ევროპის კავშირის დატოვება დასავლეთის უსაფრთხოებას დააზარალებს და ევროპას დაასუსტებს. აღნიშნულ განცხადებას ნატოს ყოფილი გენერალური მდივნები და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილი მდივნები აკეთებენ.

გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ გამოქვეყნებული წერილის ხელმომწერთა შორის არიან ხავიერ სოლანა, პიტერ ქარინგტონი, ჯორჯ რობერტსონი, ანდერს ფოგ რასმუსენი და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სხვა ყოფილი ხელმძღვანელები. ანალოგიური მიმართვა გამოქვეყნდა „თაიმსში“, რომელსაც ხელს ამერიკის 13 ყოფილი თავდაცვის მდივანი აწერს. „შეშფოთებული ვართ იმით, რომ თუკი დიდი ბრიტანეთი ევროპის კავშირის დატოვებას აირჩევს, მსოფლიოში დიდი ბრიტანეთის ადგილი და გავლენა დაიკარგება და ევროპა სახიფათოდ დასუსტდება“ - აღნიშნულია ამ უკანასკნელ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG