ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში სიტუაცია ამ ეტაპზე ნორმალიზებულია


ბაღდადში სიტუაცია თანდათან რეგულირდება. ერაყი ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ პოლიტიკური ქაოსის ზღვარზე იყო. შიიტმა დემონსტრანტებმა შაბათს პარლამენტის შენობა დაიკავეს, მაგრამ კვირას რამდენიმე მოწოდების შემდეგ ის მშვიდობიანად დატოვეს.

ხელისუფლებას შენობაში შესვლის შემდეგ ბევრი რამ დაზიანებული დახვდა. ერთდღიანი ოკუპაციის დროს პარლამენტის შენობაში მომიტინგეები ოჯახებით სეირნობდნენ, შადრევნებში ცურავდნენ და ბაღებში ფოტოებს იღებდნენ. ოპოზიცია იმუქრება, რომ საპროტესტო აქციები პარასკევს ისევ გაგრძელდება. დემონსტრაციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ახლას ალ-ობაიდი ადასტურებს, რომ საპროტესტო აქციების გზით ერაყელ კანონმდებლებზე ზეწოლა კვლავ გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG