ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელს და თურქეთს შორის ურთიერთობა უმჯობესდება


თურქი დიპლომატები აცხადებენ, რომ ისრაელთან მოლაპარაკებაში პროგრესს მიაღწიეს. საუბარია ხელშეკრულებაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს.

ანკარამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონში გუშინ მხარეები მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელზეც შეთანხმების ფინალურ ეტაპს განიხილავენ. საბოლოო თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის „ძალიან მალე“ შედგება. თურქეთს და ისრაელს შორის ურთიერთობა ღაზის სექტორში 2010 წელს მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაუარესდა. მასში 10 თურქი აქტივისტი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG