ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ უფრო მცირდება


ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს ამცირებს. მოსალოდნელია, რომ 2016 წელს ევროზონის ქვეყნებში ზრდა 1.4 პროცენტს შეადგენს, მომავალ წელს კი -1.7-ს.

ორგანიზაციის პროგნოზით, შეერთებულ შტატებში და გერმანიაში (ევროპის კავშირის ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში) ზრდა ადრე ნავარაუდევთან შედარებით, დაახლოებით ნახევარი პროცენტით ნაკლები იქნება. გერმანიაში ეკონომიკური ზრდა წელს სავარაუდოდ, 1.3 პროცენტს გაუტოლდება, ამერიკაში კი 1.7-ს. გლობალურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 3.3. პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი.

პარიზში დაფუძნებული ორგანიზაცია აცხადებს, რომ მონაცემებზე დიდი გავლენა იქონია ისეთმა გაურკვეველმა განვითარებებმა, როგორიცაა მიგრაციის კრიზისი და ის საშიშროებები, რომელიც სახელმწიფოთა საგარეო უსაფრთხოებას ემუქრება. ახალი ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია შეძლებულ ქვეყნებს მკაცრი საბიუჯეტო შეკვეცებისკენ მოუწოდებს და ასევე ურჩევს გაზარდონ ინფრასტრუქტურების პროექტების და დახმარების ფონდების სუბსიდირება.

XS
SM
MD
LG