ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთი რთული დღე გლობალურ ბაზრებზე


ბაზრებზე ვარდნა დღესაც გლობალური მასშტაბით გაგრძელდა. ანალიტიკოსები ამ ფაქტს ნავთობზე ფასების შემცირებას უკავშირებენ. ერთი ბარელი ნავთობი დღეს 30 ამერიკულ დოლარზე ნაკლები ღირდა. პარალელურად დოლარის კურსმა ჩინურ იენთან შედარებით ბოლო ორი წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ფრანკფურტის, ლონდონის და პარიზის ბირჟებზე ვაჭრობა დღეს ნაშუადღევს 2-3 პროცენტით შემცირდა, რაც აზიის ბაზრებზე მომხდარი ვარდნის ერთგვარი გამოძახილიც იყო. ჰონგ-კონგის ბირჟაზე ვაჭრობა თითქმის 4 პროცენტით დაეცა, სამხრეთ კორეაში კი 3-მდე. ამ ორმა ბირჟამ მუშაობა დღეს სამდღიანი შესვენების შემდეგ გააგრძელა, რაც ჩინური კალენდრით ახალი წლის დღესასწაულებთან იყო დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG