ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკროსოფტი ჰაკერების შესახებ განცხადებას აქვეყნებს


მსოფლიოს ყველაზე დიდი კომპიუტერული პროგრამების კომპანია განცხადებას ავრცელებს. მაიკროსოფტი აცხადებს, რომ ის მომხმარებლებს, მათ შორის Outlook.com-ის კლიენტებს შეტყობინებას მაშინათვე გაუგზავნის, როგორც კი სამთავრობო უწყებების მხრიდან მათი ანგარიშების გატეხვაში ეჭვს შეიტანს.

აღნიშნული განცხადება კომპანიის ახალი პოლიტიკის შესახებ ოთხშაბათს საღამოს გამოქვეყნდა. მაიკროსოფტი თვლის, რომ უსაფრთხოების ახალი ზომის მიღება აუცილებელია, რადგან სამთავრობო უწყებების მიერ დაფინანსებული ჰაკერობის შემთხვევები ბევრად უფრო კომპლექსური და ხშირია, ვიდრე კიბერ-კრიმინალების მიერ განხორციელებული იერიშები.

XS
SM
MD
LG