ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უამინდობის გამო ამერიკაში 43 ადამიანი დაიღუპა


უქმეებზე ექსტრემალური კლიმატური პირობების გამო შეერთებულ შტატებში 43 ადამიანი დაიღუპა. ძლიერი ქარიშხლები და ჭექა-ქუხილი უმეტესად ამერიკის ცენტრალური და სამხრეთ შტატების ტერიტორიას დაატყდა თავს.

ზედიზედ რამდენიმე ქარბორბალამ ტეხასში 11 ადამიანი იმსხვერპლა და შტატის ნაწილში ზოგან წყალდიდობები, ზოგან კი ძლიერი თოვლი მოიტანა. ტეხასის ქალაქ დალასში ქარის სიჩქარე საათში 320 კილომეტრს აღემატებოდა. ქარიშხალი იმდენად ძლიერი იყო, რომ ტრასიდან მანქანებს ჰაერში წევდა და ისროდა. დანგრეულია უამრავი საცხოვრებელი სახლი და ბიზნესი.

XS
SM
MD
LG