ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ქრისტიან და მუსლიმ ლიდერებს დიალოგისკენ მოუწოდებს


რომის პაპი ფრანცისკე კენიაში იმყოფება. რომაული კათოლიციზმის სასულიერო ლიდერმა დღეს სტადიონზე გამოსვლისას ათეულ ათასობით ახალგაზრდა კენიელს სიტყვით მიმართა და მათ მოუწოდა ტომობრივი ინტერესები გვერდით გადადონ და ერთმანეთს მეტად მოუსმინონ.

დილით პაპი ფრანცისკე ნაირობის ბარაკებს ესტუმრა, სადაც ღატაკი ადამიანებისთვის ნორმალური საცხოვრებელი სახლების აგების აუცილებლობაზე ისაუბრა. ხუთშაბათს რომის პაპმა ნაირობის უნივერსიტეტში მრავალათასიანი აუდიტორიის თანდასწრებით წირვა აღავლინა, რომელზეც მსმენელებს უთხრა, რომ რელიგიის სახელით ახალგაზრდების რადიკალიზაცია არასწორია და რომ ქრისტიანმა და მუსლიმმა ლიდერებმა რადიკალიზაციის წინააღმდეგ ერთმანეთში აქტიური დიალოგი უნდა აწარმოონ.

XS
SM
MD
LG