ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეგელი მალაიზიის მთავრობის კრიტიკისგან თავს იკავებს


ამერიკის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი (მარცხნივ) და მალაიზიის თავდაცვის მინისტრი ჰიშამუდინ ჰუსეინი
ამერიკის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი (მარცხნივ) და მალაიზიის თავდაცვის მინისტრი ჰიშამუდინ ჰუსეინი
ამერიკის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი აცხადებს, რომ ამ კვირას დაგემილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ჰავაის შტატში გაიმართება, განხილვების ერთ-ერთი ძირითადი თემა მალაიზიის ავიახაზების დაკარგული თვითმფრინავი იქნება.

თვითმფრინავის საქმის გამოძიების წარმართვასთან დაკავშირებით, ჰეგელმა მალაიზიის მთავრობის კრიტიკისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ „ყოველთვის შეიძლება რაღაცის სწავლა.“

მალაიზიის ავიახაზების ბოინგ 777 გაურკვეველ ვითარებაში 8 მარტს გაუჩინარდა. მის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ძებნაში ოცზე მეტი ქვეყანაა ჩართული.
XS
SM
MD
LG