ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს დელეგაცია ვილნიუსის სამიტისთვის ემზადება


ვილნიუსში საქართველო აქცენტს გააკეთებს სამომავლო გეგმებზე, რომლებიც ქვეყანას ასოცირების პარაფირებიდან ხელმოწერამდე აქვს

დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს კარგი შედეგი აქვს ვილნიუსის სამიტამდე და რომ ქვეყანაში ჩატარებული ევროპული არჩევნები ევროპის წინაშე წარდგომისთვის ძალიან კარგი წინაპირობაა.

„ჩვენ ევროპის განუყოფელი ნაწილი ვართ და კარგი საბუთიც გაგვაჩნია ამის დასამტკიცებლად ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე."

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ვილნიუსში საქართველო აქცენტს გააკეთებს სამომავლო გეგმებზე, რომლებიც ქვეყანას ასოცირების პარაფირებიდან ხელმოწერამდე აქვს.

საქართველოს დელეგაციას ვილნიუსის სამიტზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG