ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს ტვირთი ააფეთქეს


დივერსიის შედეგად ძირითად ბენზინმზიდები დაიწვნენ

თალიბანის განცხადებით, ავღანეთის ჩრდილოეთში მოწყობილი აფეთქების შედეგად 22 სატვირთო მანქანა განადგურდა, რომლებსაც ნატოს ტვირთები გადაჰქონდათ.

სამანგანის პროვინციაში მოწყობილი დივერსიის შედეგად ძირითად ბენზინმზიდები დაიწვნენ. ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით სატვირთო მანქანების კოლონა უზბეკეთიდან ავღანეთის სამხრეთისკენ მიემართებოდა.

ნატოს განცხადებით ავღანეთის აღმოსავლეთში ბომბის აფეთქების შედეგად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ორი ჯარისკაცი დაიღუპა. ქვეყნის დასავლეთში კი ნატოს სამხედრო შვეულმფრენი ჩამოვარდა, რომლის დროსაც ორი მფრინავი დაშავდა.
XS
SM
MD
LG