ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-ასადმა თურქეთი ტერორისტების მხარდაჭერასა და სისხლისღვრის ხელშეწყობაში დაადანაშაულა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა თურქეთი ტერორისტების მხარდაჭერასა და სისხლისღვრის ხელშეწყობაში დაადანაშაულა.

თურქული გაზეთის „ჰურიეთის“ ინფორმაციით პრეზიდენტი ასადი აცხადებს, რომ ანკარა სირიის საშინაო საქმეებში ერევა და მეამბოხეებს იარაღით ამარაგებს.

სირიის პრეზიდენტმა თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ თაიფ ერდოღანი სირიაში რელიგიური შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულა.

სირიასა და თურქეთში მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტი მუსლიმებია, თუმაცა ბაშარ ასადი და მისი მმართველი პარტიის უმრავლესობა შიიტური რელიგიური სექტის, ალავიტების მიმდევრები არიან.

ამავე გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუს პირველ ნაწილში ბაშარ ასადმა სინანული გამოთქვა თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG