ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტიქია ფლორიდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაინაცვლებს

მექსიკის ყურეში მოქმედი ტროპიკული ქარიშხლის სიძლიერე შენელდა, თუმცა კვლავ განაგრძობს მოქმედებას. ქარიშხალმა ფლორიდის შტატში ძლიერი წვიმები გამოიწვია. ზოგიერთ რაიონში ნალექმა შესაძლოა 63 სანტიმეტრსაც მიაღწიოს. ქარიშხალი, სახელად „დები“ ატლანტის ოკეანში წელს წარმოქმნილი უკვე მეოთხე ქარშხალია. ამერიკის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ქარიშხლის მაქსიმალურმა სიმძლავრემ საათში 85 კილომეტრი შეადგინა. მომდევნო დღეებში სტიქია მექსიკის ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაინაცვლებს.
XS
SM
MD
LG