ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა კონგრესს უმუშევრობასთან ბრძოლაში გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ყოველკვირეულ მიმართვაში ის რესპუბლიკელებს სამუშაო ადგილების შექმნის ახალი კანონმდებლობის მიღებას და ამ გზით ახალი ეკონომიკური კრიზისის თავიდან არიდებას სთხოვს. რესპუბლიკელი გუბერნატორი სკოტ ვოლკერი საპასუხო გამოსვლაში ობამას ადმინისტრაციას ისეთი პროგრამების შექმნაში დებს ბრალს, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით მხოლოდ მთავრობის მოცულობის და საგარეო ვალების გაზრდას შეუწყობს ხელს.

უმუშევართა რაოდენობა ევროზონაშიც უკვე მესამე კვარტალია, რაც განუხრელად იზრდება. ევროკავშირის უახლესი ანგარიშის მიხედვით მათი რიცხვი უკანასკნელი 3 თვის მანძილზე 277 ათასით გაიზარდა. საერთაშორისო საკრედიტო სააგენტომ კრედიტ-რეიტინგი ათობით ბანკს ჩამოუქვეითა. მათ რიცხვში ჰოლანდიის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის და ბელგიის წამყვანი ბანკებიც აღმოჩნდნენ.
XS
SM
MD
LG